პრობლემა: გარემოს გამართვის ინსტრუქცია Mac პლატფორმისთვის
გარემოს გამართვა შეგვიძლია დავყოთ სამ ნაწილად:
- ჯავას დაყენება
- ეკლიფსის დაყენება
- სტენფორდის ბიბლიოთეკების დაყენება
პირველი: ჯავას დაყენებისთვის კლასრუმზე არსებული jre-8u221-macosx-x64.dmg უნდა დააყენოთ. ეს მარტივად შესრულებადია, უბრალოდ გახსნით ფაილს და მიჰყვებით პროცესს და დააყენებს.
მეორე: ეკლიფსის დაყენებისთვისაც უნდა გამოიყენოთ ან კლასრუმზე არსებული საინსტალაციო, ანდაც გადმოწეროთ აქედან
დაყენების შემდეგ უნდა შევცვალოთ ეკლიფსის ფოლდერში ჯავას ვერსია. ამისთვის გახსენით Finder, შედით აპლიკაციებში და იპოვეთ Ecliplse, მონიშნეთ მარჯვენა ღილაკით და დააჭირეთ Show Package Contents. შემდგომ შედით Contents ფოლდერში და გახსენით Info.plist. აქ დაბლა ნახავთ შემდეგნაირ კოდს:
<array>
<!-- to use a specific Java version (instead of the platform's default) uncomment one of the following options,
or add a VM found via $/usr/libexec/java_home -V
<string>-vm</string><string>/System/Library/Java/JavaVirtualMachines/1.6.0.jdk/Contents/Commands/java</string>
<string>-vm</string><string>/Library/Java/JavaVirtualMachines/1.8.0.jdk/Contents/Home/bin/java</string>
-->
<string>-keyring</string>
<string>~/.eclipse_keyring</string>
</array>ჩვენ უნდა დავამატოთ აქ ერთი ხაზი კოდი <string>-vm</string><string>/Library/Java/JavaVirtualMachines/jdk1.8.0_221.jdk/Contents/Home/bin/java</string> და მივიღებთ შემდეგნაირ კოდს:
<array>
<string>-vm</string><string>/Library/Java/JavaVirtualMachines/jdk1.8.0_221.jdk/Contents/Home/bin/java</string>
<!-- to use a specific Java version (instead of the platform's default) uncomment one of the following options,
or add a VM found via $/usr/libexec/java_home -V
<string>-vm</string><string>/System/Library/Java/JavaVirtualMachines/1.6.0.jdk/Contents/Commands/java</string>
<string>-vm</string><string>/Library/Java/JavaVirtualMachines/1.8.0.jdk/Contents/Home/bin/java</string>
-->
<string>-keyring</string>
<string>~/.eclipse_keyring</string>
</array>შეინახეთ ფაილი და ამით ეკლიფსის ჩართვა შეგეძლებათ უკვე.
მესამე: ჩართეთ ეკლიფსი და help-ში გახსენით Install new software. work with-ში ჩაწერეთ https://web.stanford.edu/class/archive/cs/cs106a/cs106a.1174/resources/plugin/ ეს ლინკი და დააჭირეთ ენტერს. შემდგომ დააჭირეთ Select All და გადადით შემდეგ ეტაპზე next ღილაკით. I accept the terms of the license agreement მონიშნეთ და გადადით შემდეგ ეტაპზე და დაიწყებს დაყენებას. დაყენების შემდგომ ახლიდან ჩართვას მოგთხოვთ და ამის მერე ყველაფერი დაყენებული იქნება.