მთელ ფორმაზე ბადის დახატვა, ისე რომ ფორმის ზომის ცვლილებაზე ბადის უჯრის ზომაც პროპორციულად იზრდებოდეს.
გავაკეთოთ drawBoard(int width, int height) მეთოდი, რომელსაც width და height გადაეცემა და (0,0) წერტილიდან ამ სიგრძისა და სიგანის ბადეს დახატავს. შემდეგ ჩვენს კანვასზე დავამატოთ ComponentListener-ები და როდესაც ფანჯრის ზომა შეიცვლება, drawBoard()-ს გამოვიძახებთ და მას გადავცემთ ფანჯრის ახალ getWidth()-ს და getHeight()-ს.
-
თავდაპირველად შევქმანთ ორი final int ტიპის ცვლადი BOARD_WIDTH და BOARD_HEIGHT, რომელშიც ბადის სიგანესა და სიგრძეში უჯრების რაოდენობა გვეწერება. თუ ბადის ზომის შეცვლა დაგვჭირდება, მარტივად მხოლოდ BOARD_WIDTH-ს და BOARD_HEIGHT-ს შევცვლით.
-
გავაკეთოთ drawBoard(int width, int height) მეთოდი, რომელშიც width და height ზომის ბადეს დავხატავთ. პირველ რიგში გავიგოთ ბადეში თითოეული უჯრის განზომილებები, cellWidth და cellHeight. უჯრის სიგანე იქნება width / BOARD_WIDTH და სიმაღლე height / BOARD_HEIGHT.
-
ბადის დასახატად თითოეული უჯრა დავხატოთ როგორც GRect. სულ მოგვიწევს BOARD_WIDTH რაოდენობის უჯრის დახატვა თითოეულ სტრიქონში, სტრიქონების რაოდენობა იქნება BOARD_HEIGHT. ყველა უჯრის დასახატად დაგვჭირდება ორი for ციკლი შემდეგნაირად:
for (int k = 0; k < BOARD_WIDTH; k++) {
for (int i = 0; i < BOARD_HEIGHT; i++) {
}
}-
გავაკეთოთ GRect ცვლადი. მისი ზომები უკვე გამოვთვალეთ (cellWidth, cellHeight), კოორდინატები კი იქნება (k * cellWidth, i * cellHeight). დავამატოთ GRect ეკრანზე add() მეთოდით.
-
მთავარი ნაწილი ამოცანაში ბადის ზომის შეცვლაა ფანჯრის ზომის ცვლილებასთან ერთად. ამისათვის, პირველ რიგში ჩვენმა კლასმა უნდა დააიმპლემენტიროს ComponentListener ინტერფეისი და ჩვენს კანვასზე დავამატოთ componentListener, რასაც addComponentListener(this)-ის საშუალებით გავაკეთებთ. რადგან ჩვენმა კლასმა ComponentListener ინტერფეისი დააიმპლემენტირა, უნდა ჩამოვწეროთ ComponentListener ინტერფეისში აღწერილი ყველა მეთოდი(მიუხედავად იმისა, გამოვიყენებთ მათ თუ არა):
public void componentResized(ComponentEvent e) {
}
public void componentHidden(ComponentEvent e) {
}
public void componentMoved(ComponentEvent e) {
}
public void componentShown(ComponentEvent e) {
}-
როდესაც ფანჯრის ზომა შეიცვლება, componentResized(ComponentEvent e) მეთოდი ავტომატურად გამოიძახება, ამიტომ ამ მეთოდში drawBoard(getWidth(), getHeight()) გამოვიძახოთ, რომ კანვაზე ბადე დავხაზოთ ფანჯრის ახალი ზომების მიხედვით.
-
drawBoard()-ის ყოველი ახალი გამოძახებისას ეკრანზე დახატული ყველა ელემენტი უნდა წავშალოთ removeAll() მეთოდით, თორემ ბადეები ერთმანეთს გადაეხატება.
-
თუ ComponentListener ინტერფეისის ყველა მეთოდს არ ჩამოვწერთ ჩვენს კლასში, კომპილაციის შეცდომა იქნება და კოდი არ გაეშვება.
-
addComponentListener(this)-ის დაწერა თუ დაგვავიწყდება, ფანჯრის ზომის ცვლილებაზე listener-ები არ დაემატება, შესაბამისად არც componentResized() მეთოდი გამოიძახება.
-
როდესაც ორმაგი ციკლი დავწერეთ უჯრების დასახატად, k-სა და i-ს ინდექსები 0 დან დავიწყეთ, რადგან ამ ორ ცვლადს (k, i) უჯრის კოორდინატების დასათვლელად ვიყენებთ. 1-დან რომ დაგვეწყო (k * cellWidth, i * cellHeight)-ის ნაცვლად ((k - 1) * cellWidth, (i - 1) * cellHeight)-ის დაწერა მოგვიწევდა.